2025 წელს შპს “საქართველოს ეტლების საწარმო“ მსოფლიო დონის ბრენდის Invacare-ის ექსკლუზიური და ოფიციალური დილერი გახდა კავკასიის რეგიონსა და ცენტრალურ აზიაში. ეს პარტნიორობა მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს საქართველოსა და რეგიონის მასშტაბით დამხმარე ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით და უზრუნველყოფს მომხმარებელთა ხელმისაწვდომობას პრემიუმ ხარისხის პროდუქციაზე. Invacare უკვე 140 წელზე მეტია ქმნის და აწარმოებს ინოვაციურ ეტლებს, ელექტრო სკუტერებს, საავადმყოფოსა და შინმოვლის საწოლებს, პაციენტის უსაფრთხო ტრანსფერის სისტემებსა და თანამედროვე სავარძლებს. კომპანიის პროდუქცია მსოფლიოს 80-ზე მეტ ქვეყანაში იყიდება და ცნობილია უმაღლესი ხარისხით, უსაფრთხოებითა და გამძლეობით. „საქართველოს ეტლების საწარმოსა“ და Invacare-ის თანამშრომლობა ადგილობრივ მომხმარებლებს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ Invacare-ის პრემიუმ პროდუქცია ოფიციალური გარანტიით, ინდივიდუალური კონსულტაციითა და პროფესიონალური სერვისით. ეს პარტნიორობა მნიშვნელოვნად გააფართოებს ადგილობრივ ბაზარზე წარმოდგენილი დამხმარე საშუალებების არჩევანს და საშუალებას მისცემს მომხმარებლებს შეარჩიონ მათი საჭიროებებზე მაქსიმალურად მორგებული, თანამედროვე და უსაფრთხო პროდუქტი.
„საქართველოს ეტლების საწარმოს“ ISO 9001:2015 ხარისხის სტანდარტის სერტიფიკატი მიენიჭა
2025 წელს შპს „საქართველოს ეტლების საწარმოს“ ოფიციალურად მიენიჭა ISO 9001:2015 საერთაშორისო სტანდარტის სერტიფიკატი, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს კომპანიის მაღალი ხარისხის, სანდოობისა და გამჭვირვალე საქმიანობის პრინციპებს. ISO (International Organization for Standardization) – სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაცია – მსოფლიოში ყველაზე აღიარებული ინსტიტუტია, რომელიც ხარისხის, უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის სფეროში მუშაობს. ISO 9001 წარმოადგენს საერთაშორისო სტანდარტს, რომელიც განსაზღვრავს ორგანიზაციებისა და საწარმოების მიმართ ხარისხის მენეჯმენტის სისტემის ძირითად მოთხოვნებს და უზრუნველყოფს პროცესების ეფექტურ და გამჭვირვალე მართვას. ISO-ს სტანდარტები მთელ მსოფლიოში აღიქმება, როგორც ხარისხისა და სანდოობის გარანტია. “საქართველოს ეტლების საწარმო“ ISO 9001:2015 სტანდარტის მოთხოვნებთან შესაბამისობაში უზრუნველყოფს მომხმარებლის საჭიროებებისა და მოლოდინების სწორად გაგებასა და დაკმაყოფილებას. კომპანია მუდმივად ინარჩუნებს ღია საკომუნიკაციო ხაზებს მომხმარებლებთან, რათა განუწყვეტლივ გააუმჯობესოს მომსახურებისა და პროდუქციის ხარისხი. საწარმო აქტიურად მუშაობს ხარისხის მართვის სისტემის (Quality Management System – QMS) გამყარებასა და სრულყოფაზე, რაც მოიცავს მტკიცებულებებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს და ლიდერების აქტიურ ჩართულობას. „საქართველოს ეტლების საწარმოს“ მიზანია საიმედო, გამძლე და ერგონომიულად შემუშავებული ეტლებისა და დამხმარე საშუალებების წარმოება, რომლებიც სრულად აკმაყოფილებს როგორც მარეგულირებელი ორგანოების მოთხოვნებს, ისე მომხმარებელთა ფუნქციურ საჭიროებებს. კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს თანამშრომელთა პროფესიულ განვითარებას, უზრუნველყოფს მათ უწყვეტ ტრენინგებსა და კვალიფიკაციის ამაღლებას, რაც ხარისხის მართვის სისტემის ეფექტიანად განხორციელების საფუძველია. ISO 9001:2015 სერტიფიკატის მიღება „საქართველოს ეტლების საწარმოსთვის“ წარმოადგენს მნიშვნელოვან მიღწევას, რომელიც ადასტურებს კომპანიის მზაობას მუდმივად უზრუნველყოს უმაღლესი ხარისხი, უსაფრთხოება და პროფესიონალიზმი საქართველოსა და საერთაშორისო ბაზრებზე. GWW_ISO9001_2015
“საქართველოს ეტლების საწარმომ“ აბაზანის ეტლების წარმოება დაიწყო
შპს “საქართველოს ეტლების საწარმომ“ ახალი პროდუქტის, აბაზანის ეტლების წარმოება დაიწყო, რომელიც სრულად შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს. პროდუქტი შექმნილია იმისათვის, რომ აბაზანაში გადაადგილება და ჰიგიენის პროცედურები უფრო უსაფრთხო, კომფორტული და მარტივი იყოს, როგორც მომხმარებლისთვის, ასევე მათი დამხმარე პირებისთვის. ახალი მოდელი დამზადებულია ელექტროსტატიკურად დამუშავებული, წყალგაუმტარი და ჭუჭყისადმი მდგრადი მასალისგან, რაც უზრუნველყოფს ეტლის ხანგრძლივ ექსპლუატაციასა და მარტივ მოვლას. ეტლი აღჭურვილია სამ პოზიციაზე რეგულირებადი საზურგით, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს აირჩიოს მისთვის ყველაზე კომფორტული მდგომარეობა. მოდელი ხელმისაწვდომია სხვადასხვა ზომებში, რათა მოერგოს მომხმარებლის ინდივიდუალურ საჭიროებას. აბაზანის ეტლი მარტივად იკეცება, რაც აადვილებს მის შენახვასა და ტრანსპორტირებას, ხოლო მოსახსნელი კოლექციური კონტეინერი დამატებით კომფორტსა და ჰიგიენის დაცვას უზრუნველყოფს. თითოეული თვალი აღჭურვილია დამოუკიდებელი მუხრუჭით. მოდელი გამძლეა და გათვლილია 120 კგ–მდე მომხმარებლებზე.


