etli.ge

Ride Rough, Reach Far​

როგორ მივიღოთ ეტლი უფასოდ?

INVACARE

2025 წლიდან, “საქართველოს ეტლების საწარმო” Invacare-ის ექსკლუზიური და ოფიციალური დილერია კავკასიის რეგიონსა და ცენტრალურ აზიაში. 140 წელზე მეტია, Invacare ქმნის და აწარმოებს ინოვაციურ ეტლებს, ელექტროსკუტერებს, საავადმყოფოსა და შინმოვლის საწოლებს, პაციენტის უსაფრთხო ტრანსფერის სისტემებს და თანამედროვე ეტლებს.

ჩვენ შესახებ

შპსსაქართველოს ეტლების საწარმოსოციალური საწარმოა, რომელიც უკვე 16 წელია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის სხვადასხვა ტიპის ეტლებსა და დამხმარე საშუალებებს აწარმოებს. საწარმოში დასაქმებულთა უმეტესობა თავად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები არიან. მათი გამოცდილება და ჩართულობა წარმოების პროცესში უზრუნველყოფს, რომ თითოეული პროდუქტი მაქსიმალურად იყოს მორგებული მომხმარებელთა რეალურ საჭიროებებზე, რაც ჩვენს საქმიანობას განსაკუთრებულ სოციალურ მნიშვნელობას სძენს.

მისია

“საქართველოს ეტლების საწარმოს“ მისიაა ხელი შეუწყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელ, ღირსეულ და აქტიურ ცხოვრებას. საწარმო მიზნად ისახავს ისეთი გარემოს შექმნას, სადაც თითოეულ ადამიანს ექნება შესაძლებლობა თავისუფლად გადაადგილდეს, ისარგებლოს ხარისხიანი დამხმარე საშუალებებით და სრულფასოვნად ჩაერთოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში. საწარმოს საქმიანობა ეფუძნება თანასწორობის, ხელმისაწვდომობისა და სოციალური პასუხისმგებლობის პრინციპებს. ადგილობრივი წარმოების განვითარებითა და ინკლუზიური დასაქმების მოდელით, “საქართველოს ეტლების საწარმო“ არა მხოლოდ ტექნიკურ პროდუქტს ქმნის, არამედ ხელს უწყობს საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას, სტერეოტიპების მსხვრევასა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ეკონომიკურ გაძლიერებას.

მიზანი

საწარმოს მიზანია უზრუნველყოს საქართველოში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დამოუკიდებლობისა და ცხოვრების დონის გაუმჯობესება, მათთვის ხარისხიანი და ხელმისაწვდომი ეტლებისა და სხვა დამხმარე საშუალებების წარმოებისა და მიწოდების გზით. საწარმო ასევე ცდილობს ხელი შეუწყოს ინკლუზიური დასაქმების პრაქტიკის განვითარებას, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის პროფესიული განვითარების შესაძლებლობების შექმნას და მათი მატერიალური მდგომარების გაუმჯობესებას.

18 000+

ეტლი

12+

ქვეყანა