etli.ge

„საქართველოს ეტლების საწარმოს“ ISO 9001:2015 ხარისხის სტანდარტის სერტიფიკატი მიენიჭა

2025 წელს შპსსაქართველოს ეტლების საწარმოსოფიციალურად მიენიჭა ISO 9001:2015 საერთაშორისო სტანდარტის სერტიფიკატი, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს კომპანიის მაღალი ხარისხის, სანდოობისა და გამჭვირვალე საქმიანობის პრინციპებს.

ISO (International Organization for Standardization) – სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციამსოფლიოში ყველაზე აღიარებული ინსტიტუტია, რომელიც ხარისხის, უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის სფეროში მუშაობს. ISO 9001 წარმოადგენს საერთაშორისო სტანდარტს, რომელიც განსაზღვრავს ორგანიზაციებისა და საწარმოების მიმართ ხარისხის მენეჯმენტის სისტემის ძირითად მოთხოვნებს და უზრუნველყოფს პროცესების ეფექტურ და გამჭვირვალე მართვას. ISO- სტანდარტები მთელ მსოფლიოში აღიქმება, როგორც ხარისხისა და სანდოობის გარანტია.

საქართველოს ეტლების საწარმო“ ISO 9001:2015 სტანდარტის მოთხოვნებთან შესაბამისობაში უზრუნველყოფს მომხმარებლის საჭიროებებისა და მოლოდინების სწორად გაგებასა და დაკმაყოფილებას. კომპანია მუდმივად ინარჩუნებს ღია საკომუნიკაციო ხაზებს მომხმარებლებთან, რათა განუწყვეტლივ გააუმჯობესოს მომსახურებისა და პროდუქციის ხარისხი.

საწარმო აქტიურად მუშაობს ხარისხის მართვის სისტემის (Quality Management System – QMS) გამყარებასა და სრულყოფაზე, რაც მოიცავს მტკიცებულებებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს და ლიდერების აქტიურ ჩართულობას.

საქართველოს ეტლების საწარმოსმიზანია საიმედო, გამძლე და ერგონომიულად შემუშავებული ეტლებისა და დამხმარე საშუალებების წარმოება, რომლებიც სრულად აკმაყოფილებს როგორც მარეგულირებელი ორგანოების მოთხოვნებს, ისე მომხმარებელთა ფუნქციურ საჭიროებებს. კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს თანამშრომელთა პროფესიულ განვითარებას, უზრუნველყოფს მათ უწყვეტ ტრენინგებსა და კვალიფიკაციის ამაღლებას, რაც ხარისხის მართვის სისტემის ეფექტიანად განხორციელების საფუძველია.

ISO 9001:2015 სერტიფიკატის მიღებასაქართველოს ეტლების საწარმოსთვისწარმოადგენს მნიშვნელოვან მიღწევას, რომელიც ადასტურებს კომპანიის მზაობას მუდმივად უზრუნველყოს უმაღლესი ხარისხი, უსაფრთხოება და პროფესიონალიზმი საქართველოსა და საერთაშორისო ბაზრებზე.

"