ჩვენ ვართ სოციალური საწარმო, რომელშიც მზადდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის დამხმარე საშუალებები. ჩვენს სოციალურ საწარმოში დასაქმებული არიან თავად შშმ პირები. ჩვენი ეტლები არის ყველგანმავალი ტიპის, რაც უზრუნველყოფს კომფორტულ გადაადგილებას ნებისმიერ რელიეფზე.  ეტლები მზადდება ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე და ხდება მათი სრული მორგება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ინდივიდუალურ საჭიროებებზე. ეტლების გარდა ვაწარმოებთ პანდუსებსა და ამწეებს, ასევე სრულად ვამონტაჟებთ ელექტრო ლიფტებს. ჩვენ დაგეხმარებით თქვენი გარემოს/ბიზნესის/სახლის/სამსახურის სრულად ადაპტირებაში.

 

ხარისხის მართვის პოლიტიკა

აღნიშნული დოკუმენტი შედგენილია ISO 9001:2015 სტანდარტის შესაბამისად.

შპს „საქართველოს ეტლების საწარმოში“ გვსურს შევქმნათ და ვაწარმოოთ მაღალი ხარისხის შეზღუდული შესაზლებლობის მქონე პირთათვის განკუთვნილი მექანიკური და ელექტრო ეტლები, ეტლის აქსესუარები ასევე ჩამოვიტანოთ სხვადასხვა დამხმარე საშუალებები, რომლებიც დაეხმარება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს დამოუკიდებლობის ხარისხისა და მობილობის დონის გაზრდაში. ჩვენი მიზანია დავაკმაყოფილოთ და გადავაჭარბოთ მომხმარებლის მოლოდინებს პროდუქციის ხარისხისა და უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტების დაცვით. 

აღნიშნული მიზნის მისაღწევად ჩვენ უნდა შევასრულოთ :

  • დავრწმუნდეთ რომ მომხმარებლის საჭიროებები და მოთხოვნები სწორად იქნება გაგებული და აღქმული ჩვენი მხრიდან შეძლებისდაგვარად იქნება დაკმაყოფილებული. გვექნება ღია საკომუნიკაციო ხაზები, რომელთა საშუალებითაც მუდმივად მოხდება მომხმარებელთა კმაყოლების ხარისხის გაუმჯობესება.
  • ჩვენ მზად ვართ შევინარჩუნოთ და მუდმივად გავაუმჯობესოთ ჩვენი ხარისხის მართვის სისტემა (Quality Management System QMS) ISO 9001:2015 მოთხოვნის შესაბამისად. ეს გულისხმობს ფოკუსირებას რისკზე დაფუძნებულ აზროვნებას, ლიდერების ჩართულობას და მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღებას.
  • უნდა შევქმნათ და ვაწარმოოთ საიმედო, გამძლე და ერგონომიულად შემუშავებული შშმ პირთა ეტლები და სხვადასხვა დამხმარე საშუალებები. ასევე ჩამოვიტანოთ საქართველოში სხვადასხვა დამხმარე საშუალებები რომლებიც აკმაყოფილებს მარეგულირებლის მოთხოვნებსა და ჩვენი მომხმარებლების ფუნქციურ საჭიროებებს.
  • შევქმნათ მუდმივი უწყვეტი ჯაჭვი ოპეციების ყველა ასპექტში, პროდუქციის დიზაინის შექმნიდან და წარმოებიდან დაწყებული, მომხმარებელთა მომსახურებისა და გაყიდვების შემდგომი მხარდაჭერის ჩათვლით. ჩვენ მუდმივად განვიხილავთ თითოეულ ეტაპს ახალი შესაძლებლობების გამოსავლენად, რომ უფრო მეტად გავაუმჯობესოთ და დავხვეწოთ ის.
  • შევქმნათ ისეთი სამუშაო გარემო, რომელშიც თანამშრომლები თავად იქნებიან დაინტერესებული კვალიფიკაციის ამაღლებით. ჩვენ ვუზრუნველყოფთ მათთვის მუდმივ ტრენინგებსა და პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებას. ამით ჩვენ ვუზრუნველყოფთ რომ ჩვენი გუნდის თითოეული წევრს ექნება შესაბამისი კვალიფიკაცია, რომ წარმატებულად შევძლოთ ჩვენი ხარისხის მართვის სისტემის (QMS) განხორციელება.
  • დავიცვათ ყველა შესაბამისი საკანონმდებლო, მარეგულირებელი და ინდუსტრიის შესაბამისი სპეციფიური სტანდარტი, რომელიც დაკავშირებულია ჩვენს საქმიანობასთან. აქედან გამომდინარე ჩვენი წარმოებული პროდუქცია იქნება უსაფრთხო ჩვენი მომხმარებლებისათვის და დააკმაყოფილებს შესაბამისი სერტიფიცირების კრიტერიუმებს.

ჩვენი მუშაობის ყველა ეტაპზე ხარისხის მაღალი დონის უზრუნველყოფა არის ჩვენთვის ფუნდამენტური. ჩვენი თითოეული თანამშრომლის აქტიური ჩართულობით და სტრუქტურირებული პროცესების გამოყენებით, ჩვენ შევეცდებით მივაღწიოთ ჩვენი ხარისხის მიზნებს და მივაწოდოთ პროდუქტები, რომლებიც აუმჯობესებს ჩვენი მომხმარებლების ცხოვრების ხარისხის.

დამოწმებულია დირექტორის, გიორგი ძნელაძის მიერ 2024 წლის 11 სექტემბერს. 

 

Main Menu