- ვის უნდა მივმართოთ ეტლის მისაღებად?
ეტლის მისაღებად აღრიცხვაზე აყვანისათვის (თქვენ ან თქვენმა კანონიერმა წარმომადგენელმა) უნდა მიაკითხოთ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს.
საკონტაქტო ინფორმაცია: ქ.თბილისი, მიხეილ ასათიანის 9; + (995 32) 2 39 53 11; infocareagency@moh.gov.ge
რეგიონებში მცხოვრებმა პირებმა შეგიძლიათ მიმართოთ უახლოეს სოციალური მომსახურების სააგენტოს, ან საბუთები გადმოაგზავნოთ ფოსტით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, მისამართზე: აკაკი წერეთლის გამზირი 144, 0119, თბილისი.
- რა საბუთებია საჭირო მექანიკური ან ელექტრო ეტლის მისაღებად?
მექანიკური ან ელექტრო ეტლის მისაღებად, თქვენ ან თქვენმა კანონიერმა წარმომადგენელმა პირველ კითხვაში ჩამოთვლილ უწყებებში უნდა წარადგინოთ შემდეგი საბუთები:
ა) პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, 18 წლამდე ასაკის პირის შემთხვევაში კი – დაბადების მოწმობის ასლი (პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის არქონისას);
ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის (მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის) სტატუსის დამადასტურებელი საბუთი და მისი ასლი;
გ) პირზე გაცემული სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტი – ფორმა №IV-50/2, რომელშიც მითითებული იქნება ამ კომპონენტით გათვალისწინებული ეტლის საჭიროება, ხოლო 6-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვის შემთხვევაში – ელექტრო ეტლის საჭიროებასთან ერთად მითითებული უნდა იყოს ელექტრო ეტლით დამოუკიდებლად სარგებლობის უნარების შეფასების შედეგები;
დ) მექანიკური ეტლის მოთხოვნის შემთხვევაში − დამხმარე საშუალების გაცემა შესაძლებელია სამედიცინო დოკუმენტაციის ფორმა №IV-100/ა-ის საფუძველზეც, რომლის მიხედვით აღნიშნული დამხმარე საშუალების მაძიებლის სამედიცინო დიაგნოზი შეესაბამება ამავე დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის №4 დანართითგანსაზღვრულ ჩამონათვალს. ამასთან, მითითებული იქნება ამ კომპონენტით გათვალისწინებული მექანიკური ეტლის საჭიროება. მექანიკური ეტლის მოთხოვნის შემთხვევაში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის (მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის) სტატუსის დამადასტურებელი საბუთისა და მისი ასლის; ასევე, ფორმა №IV-50/2-ს დოკუმენტაციის წარდგენა არ არის საჭირო;
ე) თუ განმცხადებელი პირის კანონიერი წარმომადგენელია/მინდობით აღმზრდელია, განცხადებას ასევე თან უნდა ერთვოდეს:
- ე.ა) კანონიერი წარმომადგენლის/მინდობით აღმზრდელის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) და მისი ასლი;
- ე.ბ) პირის კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი საბუთი, მინდობით აღმზრდელის შემთხვევაში – მინდობით აღზრდის ხელშეკრულების ასლი.
ვ) ვეტერანის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი ან ცნობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
ზ.) “ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 და მე-12 მუხლებით განსაზღვრული პირები რეგისტრირებულნი უნდა იყვნენ სსიპ – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საინფორმაციო ბაზაში.
- რა ხდება საბუთების შეტანის შემდგომ?
- ბენეფიციარებისთვის ეტლების განაწილების ან შესაბამისი ვაუჩერების გაცემის მიზნით, მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოში იქმნება სპეციალური კომისია.
- კომისია განიხილავს მოქალაქეთა განცხადებებს მოთხოვნილ დოკუმენტაციასთან ერთად და იღებს გადაწყვეტილებას განმცხადებლის დაკმაყოფილების ან მისთვის უარის თქმის შესახებ ამ მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.
- ეტლით დაკმაყოფილებისათვის უარის თქმის საფუძველია, თუ წინა წლების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიღებული ანალოგიური დამხმარე საშუალებების საგარანტიო ვადა არ არის ამოწურული.
- კომისიის გადაწყვეტილება შეიტანება ოქმში, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის სხდომის თავმჯდომარე და დამსწრე წევრები.
- კომისიის სამდივნო, კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე, წერილობითი ფორმით აცნობებს შესაბამის განმცხადებელს გადაწყვეტილების მიღებიდან 7 კალენდარული დღის განმავლობაში. ამასთან, კომისიის მიერ დამხმარე საშუალებით დაკმაყოფილების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების დროს, წერილობით შეტყობინებაში აგრეთვე მიეთითება:
- ა) მატერიალიზებული ვაუჩერით დაფინანსების შემთხვევაში – ვაუჩერის მისაღებად მეურვეობა/მზრუნველობის ორგანოსადმი მიმართვის ვადა, შესაბამისი საქონლის (მომსახურების) მიმწოდებელი პირის რეკვიზიტები და ამ პირისადმი მიმართვის ვადა;
- ბ) დამხმარე საშუალების შესყიდვის/მიღების შემთხვევაში – შესაბამისი საქონლის (მომსახურების) მიმწოდებელი პირის რეკვიზიტები და ამ პირისადმი მიმართვის ვადა.
- თუ განმცხადებელი მითითებულ ვადაში არ მიმართავს მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოს და/ან მიმწოდებელს, ეტლით დაკმაყოფილების თაობაზე კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ითვლება გაუქმებულად.
- კომისიის სამდივნო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე წერილობითი ფორმით აცნობებს შესაბამის განმცხადებელს გადაწყვეტილების მიღებიდან 7 კალენდარული დღის განმავლობაში. ამასთან, კომისიის მიერ დამხმარე საშუალებით დაკმაყოფილების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების დროს, წერილობით შეტყობინებაში აგრეთვე მიეთითება:
- ა) მატერიალიზებული ვაუჩერით დაფინანსების შემთხვევაში – ვაუჩერის მისაღებად მეურვეობა/მზრუნველობის ორგანოსადმი მიმართვის ვადა, ეტლის და შესაბამისი მომსახურების ყველა მიმწოდებელი პირის რეკვიზიტები და ამ პირისადმი მიმართვის ვადა;
- ბ) დამხმარე საშუალების შესყიდვის/მიღების შემთხვევაში – ეტლის და შესაბამისი მომსახურების მიმწოდებელი პირის რეკვიზიტები და ამ პირისადმი მიმართვის ვადა.
- თუ განმცხადებელი მითითებულ ვადაში არ მიმართავს მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოს და/ან მიმწოდებელს, ეტლით დაკმაყოფილების თაობაზე, კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ითვლება გაუქმებულად.
- სად უნდა წარადგინოთ მიღებული ვაუჩერი?
მიღებული ვაუჩერი უნდა წარადგინოთ შემდეგ მისამართზე: თბილისი, სპირიდონ კედიას ქ. #7, 0154
- ვაუჩერის წარდგენის შემდეგ რამდენ ხანში შემიძლია მექანიკური ეტლის მიღება?
არაუგვიანეს ვაუჩერში მითითებული ვადისა – ვაუჩერის წარდგენის დღეს ან მაქსიმუმ ორი კვირის ვადაში.
- ვაუჩერის წარდგენის შემდეგ რამდენ ხანში შემიძლია ელექტრო ეტლის მიღება?
არაუგვიანეს ვაუჩერში მითითებული ვადისა. შეფასებიდან თვე-ნახევრიდან ორ თვემდე პერიოდში.
- სად ხდება ეტლების დამზადება და გაცემა?
მექანიკური ეტლი მზადდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მობილობის ცენტრში. სოციალურ საწარმოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები არიან დასაქმებულები. ეტლები ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე მზადდება და ხდება მათი სრული მორგება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ინდივიდუალურ საჭიროებებზე.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მობილობის ცენტრის მისამართია: თბილისი, გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩა 42.
მექანიკური ეტლების გაცემა ხდება შემდეგ მისამართზე: თბილისი, სპირიდონ კედიას ქ. #7. ეტლის წაღება შეუძლია ნებისმიერ პირს, რომელიც ადგილზე წარადგენს პირადობის მოწმობას და ვაუჩერს.
ელექტრო ეტლის საჭიროების მქონე მომხმარებლის შეფასება ხდება მის საცხოვრებელ მისამართზე მისვლით. დამზადებული ელექტრო ეტლის გაცემა ხდება არაუგვიანეს ვაუჩერში მითითებული ვადისა. ორგანიზაცია თავად უზრუნველყოფს ელექტრო ეტლის მიტანას მომხმარებლის საცხოვრებელ მისამართზე.
- რამდენ ხანში ერთხელ შემიძლია შევიტანო განაცხადი ახალი ეტლის მოთხოვნის შესახებ?
ახალი ეტლის მოთხოვნა შესაძლებელია მექანიკურის ეტლის შემთხვევაში 2 წლის, ხოლო ელექტრო ეტლის შემთხვევაში 3 წლის შემდგომ.