etli.ge

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე “საქართველოს ეტლების საწარმოს” ეწვია

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, მოადგილე ირინე წაქაძესთან და ბენეფიციართა მშობლებთან ერთად, “საქართველოს ეტლების საწარმოში” იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში მინისტრმა ადგილზე დაათვალიერა საწარმოში არსებული პროდუქცია და გაეცნო დამხმარე საშუალებების წარმოების პროცესს.

შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის განვითარებაზე. აღინიშნა, რომ პროგრამა ფართოვდება და დამატებით შესაძლებლობებს შესთავაზებს ბენეფიციარებს.

კერძოდ, ნერვ-კუნთოვანი იშვიათი დაავადებების მქონე პირებისთვის, “დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის” ქვეპროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო პერსონალური ამწეების შეძენას დაიწყებს.

აღნიშნული ცვლილების შედეგად, მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ შესაბამისი ვაუჩერით და უფასოდ მიიღონ პერსონალური ამწე, რაც მნიშვნელოვნად გაამარტივებს მათი მოვლის პროცესს.

"