etli.ge

“საქართველოს ეტლების საწარმომ“ აბაზანის ეტლების წარმოება დაიწყო

შპსსაქართველოს ეტლების საწარმომახალი პროდუქტის, აბაზანის ეტლების წარმოება დაიწყო, რომელიც სრულად შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს. პროდუქტი შექმნილია იმისათვის, რომ აბაზანაში გადაადგილება და ჰიგიენის პროცედურები უფრო უსაფრთხო, კომფორტული და მარტივი იყოს, როგორც მომხმარებლისთვის, ასევე მათი დამხმარე პირებისთვის.

ახალი მოდელი დამზადებულია ელექტროსტატიკურად დამუშავებული, წყალგაუმტარი და ჭუჭყისადმი მდგრადი მასალისგან, რაც უზრუნველყოფს ეტლის ხანგრძლივ ექსპლუატაციასა და მარტივ მოვლას

ეტლი აღჭურვილია სამ პოზიციაზე რეგულირებადი საზურგით, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს აირჩიოს მისთვის ყველაზე კომფორტული მდგომარეობა. მოდელი ხელმისაწვდომია  სხვადასხვა ზომებში, რათა მოერგოს მომხმარებლის ინდივიდუალურ საჭიროებას.

აბაზანის ეტლი მარტივად იკეცება, რაც აადვილებს მის შენახვასა და ტრანსპორტირებას, ხოლო მოსახსნელი კოლექციური კონტეინერი დამატებით კომფორტსა და ჰიგიენის დაცვას უზრუნველყოფს. თითოეული თვალი აღჭურვილია დამოუკიდებელი მუხრუჭით. მოდელი გამძლეა და გათვლილია  120 კგმდე მომხმარებლებზე.

"