etli.ge

„საქართველოს ეტლების საწარმო“ Invacare-ის ექსკლუზიური და ოფიციალური დილერი გახდა კავკასიის რეგიონსა და ცენტრალურ აზიაში

2025 წელს შპსსაქართველოს ეტლების საწარმომსოფლიო დონის ბრენდის Invacare-ის ექსკლუზიური და ოფიციალური დილერი გახდა კავკასიის რეგიონსა და ცენტრალურ აზიაში. ეს პარტნიორობა მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს საქართველოსა და რეგიონის მასშტაბით დამხმარე ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით და უზრუნველყოფს მომხმარებელთა ხელმისაწვდომობას პრემიუმ ხარისხის პროდუქციაზე.

Invacare უკვე 140 წელზე მეტია ქმნის და აწარმოებს ინოვაციურ ეტლებს, ელექტრო სკუტერებს, საავადმყოფოსა და შინმოვლის საწოლებს, პაციენტის უსაფრთხო ტრანსფერის სისტემებსა და თანამედროვე სავარძლებს. კომპანიის პროდუქცია მსოფლიოს 80-ზე მეტ ქვეყანაში იყიდება და ცნობილია უმაღლესი ხარისხით, უსაფრთხოებითა და გამძლეობით.

საქართველოს ეტლების საწარმოსადა Invacare-ის თანამშრომლობა ადგილობრივ მომხმარებლებს აძლევს შესაძლებლობასმიიღონ Invacare-ის პრემიუმ პროდუქცია ოფიციალური გარანტიით, ინდივიდუალური კონსულტაციითა და პროფესიონალური სერვისით. ეს პარტნიორობა მნიშვნელოვნად გააფართოებს ადგილობრივ ბაზარზე წარმოდგენილი დამხმარე საშუალებების არჩევანს და საშუალებას მისცემს მომხმარებლებს შეარჩიონ მათი საჭიროებებზე მაქსიმალურად მორგებული, თანამედროვე და უსაფრთხო პროდუქტი.

"