etli.ge

მანქანის ხელით მართვის სისტემის დამონტაჟება

ხელით მართვის სისტემის მონტაჟი შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ ავტომობილზე, აუცილებელი წინაპირობა ავტომატური გადაცემათა კოლოფის არსებობაა. მომსახურების შედეგად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს საშუალება ეძლევათ დამოუკიდებლად და უსაფრთხოდ მართონ საკუთარი ავტომობილი.

მონტაჟი ხორციელდება გამოცდილი ტექნიკოსების მიერ, ყველა სტანდარტისა და უსაფრთხოების ნორმის დაცვით. სისტემა მარტივად სამართავია, გამძლე და ინდივიდუალურად არის მორგებული მომხმარებლის საჭიროებებზე. მონტაჟის დასრულების შემდეგ გაიცემა შესაბამისი დოკუმენტი, რაც უზრუნველყოფს ყოველწლიური ტექნიკური დათვალიერების უხარვეზო გავლას.

სერვისის მისაღებად აუცილებელია წინასწარი ჩაწერა.

მონტაჟის ღირებულება: 700 ლარი.