etli.ge

ეტლის შერჩევა და მორგება

ეტლის სწორად შერჩევისა და მორგების პროცესი უზრუნველყოფს, რომ დამხმარე საშუალება მაქსიმალურად შეესაბამებოდეს მომხმარებლის ინდივიდუალურ საჭიროებებსა და ფიზიოლოგიურ თავისებურებებს. სერვისი ხორციელდება კვალიფიციური ოკუპაციური თერაპევტის მიერ, რომელსაც აქვს შესაბამისი ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება ეტლის ტიპის შერჩევისა და ინდივიდუალური მორგების მიმართულებით.

ოკუპაციური თერაპევტი მომხმარებლის საცხოვრებელ გარემოში აფასებს მის საჭიროებებს, ავსებს შესაბამის ფორმას და ამ მონაცემების საფუძველზე მომხმარებელთან ერთად არჩევს ეტლის ტიპს. 

ეტლის დამზადების შემდეგ, მომხმარებელი და მისი ოჯახის წევრები იღებენ ინსტრუქციას ეტლის გამოყენების, მოვლისა და უსაფრთხო გადაადგილების შესახებ, რათა დამხმარე საშუალება მოემსახუროს მომხმარებლის დამოუკიდებლობის ხარისხის გაუმჯობესებას.